Sunday, November 27, 2016

რეფლექსია - მეცხრე დღე

დღეს  დავასრულეთ ტრენინგი, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ პრეზენტაციები, ძალიან  ბევრი საჭირო  რამ გავიგე  ჩემთვის  და  ვისწავლე  , ცოტა  გული მწყდება რომ დასრულდა  იმდენად  კარგი  და საინტერესო იყო ყველაფერი. დიდი მადლობა  ჩვენს ტრენერს  ბატონ დავითს იმდიდი სითბოსა  და ყურადღებისათვის რაც მან  გამიჩინა, ცალკე მინდა აღვნიშნო მისი პროფესიონალიზმი, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან.

Saturday, November 26, 2016

რეფლექსია მერვე დღე

პროექტი დასასრულს მიუახლოვდა დღეს ყველაფერი რა მასალებიც  გაკეთებული მქონდა პროექტის შესახებ გადავიტანე  პორტფოლიოში  დისკზე . ძალიან  შრომატევადი და საინტერესო სამუშაო იყო,   ფაქტიურად  დავასრულეთ  პროექტზე მუშაობა ,ბევრი რამე ვისწავლე ისეთი რაც  აქამდე არ  ვიცოდი... შემიძლია ვთქვა რომ  საინტერესო და ძალიან  კარგი ტრენინგი იყო . 👍👍👍👍👍👍👍👍

Sunday, November 20, 2016

რეფლექსია მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ვცდილობ თავი მოვუყარო იმ ახალ ცოდნას, რომელიც მივიღე ამ დღეების განმავლობაში. წინ  ბევრი შრომა  მელის  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი  უნდა გავაკეთო, ვნახოთ  რა  გამოვა  :)

Tuesday, November 15, 2016

რეფლექსია მეექვსე დღე

ინტერნეტის  შეფერხების  გამო მეექვსე დღის  რეფლექსიას  მოგვიანებით ვწერ, მეექვსე  დღეს ვისაუბრეთ საწავლო პროექტის  შეფასებებზე  და მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომზე. სავარაუდო მონახაზი უკვე მაქვს მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  ...

Monday, November 7, 2016

რეფლექსია მეხუთე დღე

მეხუთე დღეს  შეფასების კრიტერიუმებზე  ვიმუშვეთ, დღემ საინტერესოდ  ჩაიარა , არ მოველოდი  რომ  იოლი იქნებოდა  შეფასებაზე  მუშაობა,  საკმაოდ  შრომატევადი სამუშაოა. 

Sunday, October 30, 2016

რეფლრექსია მეოთხე დღე

მეოთხე  დღესაც გავაგრძელეთ გუგლის  დისკზე მუშაობა გავიმეორეთწინა  დღეს შესწავლილი მასალა  როგორ  გვახსოვდა, შემდეგ  გადავედით  სასწავლო პროექტის  იმ ნაწილზე  სადაც უკვე მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვებია გავაანალიზეთ  რა ტიპის  კითხვები  შედის  ამ  ნაწილში,   აგრეთვე    განვიხილეთ მოსწავლის  ნამუშევარიც  და დავგეგმეთ   რა  უნდა  გავაკეთოთ.   ამ  დღემაც  საინტერესოდ  ჩაიარა  . 

პროექტის პორტფოლიო