დღეს დავასრულეთ ტრენინგი, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ პრეზენტაციები, ძალიან ბევრი საჭირო რამ გავიგე ჩემთვის და ვისწავლე , ცოტა გული მწყდება რომ დასრულდა იმდენად კარგი და საინტერესო იყო ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დავითს იმდიდი სითბოსა და ყურადღებისათვის რაც მან გამიჩინა, ცალკე მინდა აღვნიშნო მისი პროფესიონალიზმი, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან.
Sunday, November 27, 2016
Saturday, November 26, 2016
რეფლექსია მერვე დღე
პროექტი დასასრულს მიუახლოვდა დღეს ყველაფერი რა მასალებიც გაკეთებული მქონდა პროექტის შესახებ გადავიტანე პორტფოლიოში დისკზე . ძალიან შრომატევადი და საინტერესო სამუშაო იყო, ფაქტიურად დავასრულეთ პროექტზე მუშაობა ,ბევრი რამე ვისწავლე ისეთი რაც აქამდე არ ვიცოდი... შემიძლია ვთქვა რომ საინტერესო და ძალიან კარგი ტრენინგი იყო . 👍👍👍👍👍👍👍👍
Sunday, November 20, 2016
რეფლექსია მეშვიდე დღე
დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ვცდილობ თავი მოვუყარო იმ ახალ ცოდნას, რომელიც მივიღე ამ დღეების განმავლობაში. წინ ბევრი შრომა მელის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი უნდა გავაკეთო, ვნახოთ რა გამოვა :)
Tuesday, November 15, 2016
რეფლექსია მეექვსე დღე
ინტერნეტის შეფერხების გამო მეექვსე დღის რეფლექსიას მოგვიანებით ვწერ, მეექვსე დღეს ვისაუბრეთ საწავლო პროექტის შეფასებებზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. სავარაუდო მონახაზი უკვე მაქვს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ...
Monday, November 7, 2016
რეფლექსია მეხუთე დღე
მეხუთე დღეს შეფასების კრიტერიუმებზე ვიმუშვეთ, დღემ საინტერესოდ ჩაიარა , არ მოველოდი რომ იოლი იქნებოდა შეფასებაზე მუშაობა, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა.
Sunday, October 30, 2016
რეფლრექსია მეოთხე დღე
მეოთხე დღესაც გავაგრძელეთ გუგლის დისკზე მუშაობა გავიმეორეთწინა დღეს შესწავლილი მასალა როგორ გვახსოვდა, შემდეგ გადავედით სასწავლო პროექტის იმ ნაწილზე სადაც უკვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებია გავაანალიზეთ რა ტიპის კითხვები შედის ამ ნაწილში, აგრეთვე განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევარიც და დავგეგმეთ რა უნდა გავაკეთოთ. ამ დღემაც საინტერესოდ ჩაიარა .
Saturday, October 29, 2016
რეფლექსია დღე მესამე
განვიხილეთ მე-2 მოდულის მთავარი კითხვა, ამოცანები, გავაანალიზეთ სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მათი კომპონენტები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს და ამით ხელი შევუწყო მოსწავლეებს მაღალი დონის უნარების განვითარება–გამოყენებაში, ძირითადი ცნებების სრულყოფილად გაგებაში და ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებაში. ყველაზე საინტერესო პირადად ჩემთვის გუგლის დისკში მუშაობა აღმოჩნდა , ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელი ინსტრუმენტია საკომუნიკაციოდ და თანაც ძალიან უსაფრთხო ჩემი პირადი მონაცემების შესანახად. მომეწონა მესამე დღე და ჩემი მოლოდინია რომ კიდევ ბევრი საინტერესო დღე მელოდება წინ. მადლობა საინტერესო და შინაარსიანი მესამე დღისთვის ბატონო დავით. ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო გაიზარადა ..... კიდევ რა მელოდებაააააააააააააა...?!
Sunday, October 23, 2016
რეფლექსია მეორე დღე
მე-2 დღეს ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და პროექტის შესახებ პუბლიკაციების შექმნისა და გამოქვეყნების აუცილებლობაზე. გავეცანით რამდწენიმე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და თუ აქამდე ვფიქრობდი რაიმე მარტივი სტანდარტული პროექტი გამეკეთებინა ცოტა ჩამაფიქრა ნანხმა პროექტებმა და გამიჩნდა სურვილი რაიმე არაორდინალური პროექტი გავაკეთო, რამდენად შევძლებ ამას არ ვიცი. რადგან ნათქვამია -,, სურვილი ერთია და შესრულება მეორე".
Saturday, October 22, 2016
რეფლექსია პირველი დღე
პირველი დღე საკმაოდ საინტერსო იყო თავიდან ვფიქრობდი, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი და რატომ უნდა წავიდე , მაგრამ როდესაც თრენინგი დაიწყო მივხვდი რომ ბევრი რამ დავიწყებული მქონია. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არ იყო ის, რომ რაიმე სიახლეს გავიგებდი მაგრამ შევცდი. ეხლა პირიქით ვფიქრობ ველოდები ბევრ სიახლეს და ამან ჩემი ინტერესი და მოტივაცია გაზარდა, ტრენერიც საკმაოდ უშუალო და საინტერესო პიროვნება ჩანს, ვფიქრობ ამაშიც გამიმართლა.
Subscribe to:
Posts (Atom)